სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს - გურამ მაჭარაშვილი

სულ ნახვები : 127
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

მართლები ვართ, როცა ვამბობთ, რომ უცხოური ძალები საქართველოს ებრძვიან, - ამის შესახებ დღეს, 5 ივლისს პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ამერიკული მხარის მიერ დაყენებულ წინადადებას მხარი არც ენმ-მ და ოპოზიციამ დაუჭირა.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ამერიკულმა მხარემ ისეთი წინადადება დააყენა, რომ მას მხარი კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამაც“ კი არ დაუჭირა.

ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მართლები ვართ, როცა ვამბობთ, რომ უცხოური ძალები საქართველოს ებრძვიან. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. ხალხმა იცის, ვის უნდა დაუჭიროს მხარი 26 ოქტომბერს“, -განაცხადა მაჭარაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა