პრეზიდენტმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებისთვის ფშავის მკვიდრი ვასილ ნაყეური ღირსების მედლით დააჯილდოვა

სულ ნახვები : 131
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ორბელიანების სასახლეში "ევროპა ნოსტრას" მიერ დაჯილდოებული პროექტის, „ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია არხოტში" მონაწილეების მიღება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის ფშავის მკვიდრი ვასილ ნაყეური ღირსების მედლით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის თქმით, ამ პროექტში მონაწილეობდნენ საფრანგეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და ასევე საერთაშორისო ფონდები და ამისთვის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მათ.

„მინდა, ასევე, აღვნიშნო, რომ ალბათ, ეს პროექტი არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი ევროპელი პარტნიორები. არც ჩვენ და არც ისინი არ ითვლიან 33 წლის განმავლობაში, ჩვენმა პარტნიორებმა სხვადასხვა დარგში სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის რამდენი მიმართულებით რამდენ პროექტში გაუწოდეს ხელი ჩვენს ქვეყანას - ეს ნორმალურმა ქვეყანამ არასოდეს არ უნდა დაივიწყოს და მე მჯერა, რომ ჩვენ ძალიან ნორმალური ქვეყანა ვართ და ვიცით, რა არის მადლიერება. ამ პროექტში მონაწილეობდნენ საფრანგეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და ასევე საერთაშორისო ფონდები და ეს ამ მხრივ ერთ-ერთი ასეთი საერთაშორისო ერთობლივი პროექტი იყო და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ. ყველასთვის ძალიან საინტერესოა კულტურების გაცვლა და ერთმანეთის უკეთ გაცნობა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა