იგნორირება და სხვა სიმღერის სამჯერ გაჟღერება ვერაფრით შეცვლის იმ რეალობას, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია - ირმა სოხაძე

სულ ნახვები : 204
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იგნორირება და სხვა სიმღერის, თუნდაც ძალიან კარგის, სამჯერ გაჟღერება ვერაფრით შეცვლის იმ რეალობას, რომ "ზღაპრის ბოლო კეთილია" ბოლო პერიოდის ქართული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, მეტი რომ არ ვთქვა! -  ამ სიტყვებით ეხმაურება მომღერალი ირმა სოხაძე  საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების სომბოლოდ ქცეული სიმღერის არშესრულებას თავისუფლების მოედანზე.

მომღერალი ფიქრობს, რომ შეკრების ბოლოს, უფონოგრამოდ,  ფეხბურთელებისთვის რომ მიეცათ ამ მისამღერის გაჟღერების საშუალება, კარგი იქნებოდა.

"ვერ დავმალავ, გამიკვირდა! 

შეიძლება, შემსრულებელი არ მოგწონდეს, არც ავტორებზე გიჟდებოდე, მაგრამ სიმღერას, ლექსს, თვითონ ფეხბურთელებს და ხალხს რას ერჩი, არ მესმის. 

მგონი, იგნორირება და სხვა სიმღერის, თუნდაც ძალიან კარგის, სამჯერ გაჟღერება ვერაფრით შეცვლის იმ რეალობას, რომ "ზღაპრის ბოლო კეთილია" ბოლო პერიოდის ქართული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, მეტი რომ არ ვთქვა!

და შეკრების ბოლოს, უფონოგრამოდ, თვითონ ფეხბურთელებისთვის რომ მიეცათ ამ მისამღერის გაჟღერების საშუალება, ვითომ უკეთესი არ იქნებოდა?! 

რა ვიცი, რა ვიცი... ის კი ვიცი, რომ "ზღაპრის ბოლო კეთილია", მუდამ! დასასრული კი ამ გამარჯვებებს აღარ ექნება!" - წერს მომღერალი ირმა სოხაძე საფეხბურთო ნაკრებთან შეხვედრის საზეიმო ღონისძიების შესახებ" -წერს ირმა სოხაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა