ენმ რამდენიმე ნაწილად არის დაშლილი - ირაკლი ქადაგიშვილი

სულ ნახვები : 97
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ნაწილად არის დაშლილი და მათი შეკრება, თუ ვერ შეკრებაზეა იწილო-ბიწილო ატეხილი, - ამის შესახებ დღეს, 5 ივლისს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, პარტია „ახალის“ ხელმძღვანელები წამოსულები არიან ენმ-ს წიაღიდან და მათი და ენმ-ს ამომრჩეველი ერთია.

„გვარამია, მელია „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან არის წამოსული. ახლა პოლიტიკური ვაჭრობა აქვთ, ვის რა ტორტის ნაჭერი შეხვდება შესაძლო გაერთიანების შემთხვევაში. მათი ძირითადი ამომრჩეველი მაინც „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველია და ახლა მათი გაერთიანების მცდელობაა, მაგრამ არკვევენ, ვის რა ადგილი შეხვდება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა