„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის ორგანიზაცია, რომელიც არის გამჭვირვალობის წინააღმდეგ - ვოლსკი

სულ ნახვები : 35
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საერთაშორისო გამჭვირვალობა არის ორგანიზაცია, რომელიც არის  გამჭვირვალობის წინააღმდეგ, - ასე ეხმიანება ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ორგანიზაციის განცხადებას იმის შესახებ რომ ანტიკორუფციული ბიურო არ ასაჯაროებს თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს.

ვოლსკის თქმით, რას გასასაჯაროებელია, უნდა გასაჯაროვდეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა არის ორგანიზაცია, რომელიც არის  გამჭვირვალობის წინააღმდეგ. საერთაშორისო გამჭვირვალობა არის ორგანიზაცია, რომელიც მიტინგებზე დგას, საერთაშორისო გამჭვირვალობა არის ორგანიზაცია, ვინც რევოლუციას ითხოვს, საერთაშორისო გამჭვირვალობა არის ორგანიზაცია, ვინც ამბობს რომ ომი უნდა დაიწყოს საქართველომ. მე  ვამბობ, რას გასასაჯაროებელია კანონის მიხედვით, უნდა გასაჯაროვდეს“, - გაანცხადა ვვოლსკიმ

 შეგახსენებთ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აცხადებს, რომ 2022 წელს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საფუძვლით შექმნილმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მკვეთრად გააუარესა თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგისა და გამჭვირვალობის სტანდარტი. ანტიკორუფციული ბიურო არღვევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს და არ ასაჯაროებს თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა