კახეთში ახალგაზრდა კაცს ხელები შეუკრეს და ჯგუფურად გაუსწორდნენ

სულ ნახვები : 56
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ იორმუღანლოში ახალგაზრდა კაცს მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.  მასში  ჩანს, რომ დაზარალებულს ხელები შეკრული აქვს, მას შეურაცხყოფას აყენებენ და სცემენ.

როგორც ირკვევა, 35 წლის კაცი სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს.

ანგარიშსწორება, სავარაუდოდ, ეჭვიანობას უკავშირდება, თუმცა შესაძლოა, ეს  ბიზნეს ინტერესებსაც უკავშირდებოდეს. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, პოლიციას უკვე ჰყავს სავარაუდო ბრალდებულები.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა