მთავარი მოთხოვნა პატიმრობიდან გათავისუფლებაა - რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს ასამართლებენ

სულ ნახვები : 148
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

თბილისის საქალაქო  სასამართლოში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმართული აქციების მონაწილეების სასამართლო პროცესები იმართება.

განსასჯელის სკამზეა 6 სამოქალაქო აქტივისტი, მათ საქმეებს 6 მოსამართლე ცალ-ცალკე განიხილავს. ბრალდება მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ძალადობისა და სახელმწიფო ქონების განადგურების  მუხლებით ედავება.

 უკვე დასრულდა 20 წლის ფრიდონ ბაბუტელაშვილის პროცესი, მას ბრალდება სამართალდამცველის წინააღმდეგ ძალადობას ედავება, თუმცა ბრალდების მხარემ ამ დრომდე ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა.  ადვოკატის მიერ გირაოს მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლემ 20 წლის ახალგაზრდა პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატი შოთა თუთბერიძის თქმით, ყველა სასამართლო პროცესზე არის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი.

„დღეს ამ დაკავებულების პატიმრობიდან თითქმის ორი თვე გავიდა, პროკურატურას თუ რამის გაკეთება  უნდოდა, მოწმის მოძიება და მტკიცებულებების მოძიება, ეს აქამდე უნდა გაეკეთებინა, ამიტომ, პირველ რიგში, საუბარია პატიმრობის შეცვლაზე, შემდეგ საქმის ძირითად ნაწილზე“, - განაცხადა თუთბერიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა