არ ვიცი რა მიზანი აქვს რუსულ ოცნებას ამ ყველაფრით - ნარმანია ქაცარავას საქმეზე

სულ ნახვები : 124
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ენმ-ს ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულების მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, სასაცილოა ის სასამართლო პროცესები, რომელზეც იბარებდნენ და იბარებენ სამოქალაქო აქტივისტებს და საზოგადოების წარმომადგენლებს ვინც, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები არიან.

ნარმანია ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში აბსურდის თეატრს უწოდებს.

„არ ვიცი რა მიზანი აქვს რუსულ ოცნებას ამ ყველაფრით, თუმცა ეს არის ერთი დიდი აბსურდის თეატრი, რასაც ახორციელებენ ქართული საზოგადოების მიმართ, მათ შორის დავით ქაცარავას მიმართ, რომელიც სიკვდილისთვის გაიმეტეს ფაქტობრივად. ვერავის ვერ დააშინებენ მსგავსი ქმედებებით. სასაცილო გახდა თითოეული ჩვენგანისთვის ამ აბსურდულ სასამართლოებში დაბარება“, - განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, დავით ქაცარავა სასამართლოში დაიბარეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა