მაისში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 5.3%-ით გაუფასურდა

სულ ნახვები : 118
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. მათივე ინფორმაციით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6775-დან 2.7164-მდე, ანუ 1.45%-ით, ხოლო ევროს მიმართ – 2.8724-დან 2.9340-მდე, ანუ 2.14%-ით გაუფასურდა.

„მაისში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები არათანაბრად იყო გადახრილი. მაისში, საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია რუბლის, დრამისა და ევროს გამყარება, მცირედით გამყარდა თურქული ლირაც; ლარი გაუფასურდა, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 5.3%-ით გაუფასურდა, თვის ჭრილში გაუფასურებამ კი 2.3% შეადგინა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიური გამყარება 5.8%-ია, თვის ჭრილში გაუფასურება კი 2.0%-ია. ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციაზე ზრდის წნეხს ქმნის. სავაჭრო პარტნიორთაგან მაისში წლიური ინფლაცია თურქეთში, რუსეთში, ბელარუსში, უკრაინაში, აშშ-სა და ევროზონაში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო სომხეთსა და აზერბაიჯანში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენციაა, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“ – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა