ტექინსპექტირება ძვირდება - დეტალები

სულ ნახვები : 449
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, 2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი იგეგმება.

მისი თქმით, ინსპქეტრიბა გაძვირდება 30 ლარით, რაც სატრანსპორტო საშუალების შემოწმების 90 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.

„2025 წლიდან იგეგმება, რომ განხორციელდეს ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი. მონიტორინგს განახორციელებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. მონიტორინგი ითვალისწინებს როგორც ვიდეო მეთვალყურეობის კამერების მეშვეობით, ასევე სპეციალური ჯგუფების მეშვეობით განხორციელდეს ტექინსპექტირების ცენტრების საქმიანობაზე მონიტორინგი. განსაზღვრული იქნება გარკვეული საჯარიმო სანქციები. იმ შემთხვევაში თუ ტექინსპექტირების ცენტრი არ დაახარვეზებს ავტომობილს იმ კონკრეტულ ხარვეზზე, როგორიც არის სახიფათო ხარვეზი, ამ შემთხვევაში მათთვის იქნება ხუთი ათას ლარიანი ჯარიმა. თუ არ დაახარვეზებს მნიშვნელოვან ხარვეზს – ორი ათას ლარიანი, უმნიშვნელოზე კი ხუთას ლარიანი.

ხუთი წელია რაც დაიწყო ტექინსპექტირების რეფორმა. აქედან გამომდინარე, საჭიროება დადგა, გადაიხედოს ეს საფასურები. ტექინსპექტირების ცენტრებიდან გადინების პროცენტი არის ძალიან მაღალი. პერსონალის გადინება შარშან იყო დაახლოებით 57- 59%, რაც არის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი. შესაბამისად, ტექინსპექტირების ცენტრებს უჭირთ კადრების მოზიდვა იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც მათ დღევანდელ დღეს გააჩნიათ. ტექინსპექტირების საფასური თუ არ იქნება გადახედილი და საუბარია 30 ლარით გაძვირებაზე, ძალიან გაუჭირდებათ ტექინსპექტირების ცენტრებს. კონსულტაციები მიმდინარეობს, ზუსტად ვერ გეტყვით როდიდან იქნება, თუმცა ვფიქრობთ, რომ 2025 წლიდან აღნიშნული საკითხი გადაიხედება და მივაღწევთ შეთანხმებას ამის თაობაზე“, - განმარტა შიოლაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა