საქართველოს მთავრობა დაბრუნდა რუსულ ორბიტაზე - დავით ქაცარავა რუსი აქტივისტის არ შემოშვებაზე

სულ ნახვები : 116
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ხელმძღვანელის, დავით ქაცარავას განცხადებით, რუსი სამოქალაქო აქტივისტის საქართველოში არ შემოშვება მოხდა რუსეთის საამებლად.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება გადავიდა რუსულ ორბიტაზე.

„არაფერი გასაკვირი არ არსი, ეს მხოლოდ და მხოლოდ მორიგი ქმედება არის რუსული მთავრობის საქართველოში იმისთვის, რომ შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი კრემლს და ასიამოვნოს ამ თავისი მოქმედებებით. ბორის ზოლტარევსკი არ დაიკარგება ის იპოვის თავშესაფარს, რომელიმე ევროპულ ქვეყნებში, უბრალოდ ეს ცხადყოფ იმას, რომ საქართველოს მთავრობა დაბრუნდა რუსულ ორბიტაზე და მოქმედებს რუსული ინტერესებს შესაბამისად“, - განაცხადა ქაცარავამ.

ცნობისთვის, რუსი სამოქალაქო აქტივისტი, ბორის ზოლტარევსკი, საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა