მთაწმინდაზე კერების დამუშავება მიმდინარეობს - ლევან მუსელიანი

სულ ნახვები : 108
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მთაწმინდაზე ხანძრის კერები ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა  განაცხადა.

მისივე თქმით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

როგორც მუსილიანმა აღნიშნა, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველების დაახლოებით 10-მდე ჯგუფი და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა.

„ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ასევე, ხანძრის ქრობაში დროულად ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი და ამ ეტაპზე ჩვეულებრივი კერების დამუშავება მიმდინარეობს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერაფერს ვერ გეტყვით“,  - განაცხადა ლევან მუსელიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა