სასამართლომ მარიამ წიწიკაშვილი 700 ლარით დააჯარიმა

სულ ნახვები : 113
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილი, რომელმაც დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ რუსული კანონის მიღების გამო პროტესტი გამოხატა, 700 ლარით დააჯარიმა. 

მარიამ წიწიკაშვილის ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

როგორც ის აღნიშნავს, მოსამართლემ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა და  მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო.

მარიამ წიწიკაშვილი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიქტორ ჯაფარიძის მიიმართ პროტესტი გამოხატა, ადმინისტრაციული წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე – წვრილმანი ხულიგნობის მუხლით 9 ივნისს დააკავეს.

რეისიდან მოხსნეს მასთან ერთად მყოფი პირი, ირინა გურგენაშვილიც.  მათ  პასპორტები ჩამოართვეს და თავისუფლება შეუზღუდეს, 

ცნობისთვის, მარიამ წიწიკაშვილი  ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის” მკვლევარია. ორგანიზაციამ მისი დაკავება ანგარიშსწორებად შეაფასა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა