„დაჭრილი თავად ჩამოვიდა ნუცუბიძის პლატოდან და ბაგებში დაკარგა გონება“ – „გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის დეტალები

სულ ნახვები : 1,011
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

სასტიკი თავდასხმა „გლოვოს“ კურიერზე - ირკვევა, რომ თემო სიგუას რვა პირი დაესხა თავს. ანგარიშსწორება ერთი ბოთლი ლუდის დანაკლისის გამო დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ალკოჰოლური თრობის და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ შემთვევას ათობით თვითმხილველი ჰყავს, არავის დაურეკავს სასწაროსა და პოლიციაში.

როგორც დაჭრილის დედა აცხადებს, თემო სიგუა, თავად ჩამოვიდა ნუცუბიძის პლატოდან და ბაგებში დაკარგა გონება.

შსს ამ დრომდე დუმს, არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება დაკავებულების შესახებ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პოლიცია ეძებს პირს, რომელსაც ცეცხლასასროლი იარაღი ჰქონდა.

„დამირეკა და მითხრა ბოლო შეკვეთა მაქვს და ნახევარ საათში მოვალო. ნუცუბიძის პლატოზე შეკვეთა მიიტანა, როცა წამოვიდა დაურეკავთ და უთქვამთ ერთი ბოთლი ლუდი „აგვახიეო“ და გინება დაუწყიათ, თემოს უთქვამს, რომ ის უბრალოდ კურიერი იყო და რაც გამოატანა მაღაზიამ ის მიუტანა მათ, რაზეც უპასუხეს „რას ატლიკინებ ენასო“.

თავიდან ოთხი ბიჭი ყოფილა, ცოტა ხანში კი ოთხი გოგო ჩამოსულა - ყველა ერთად ურტამდა. ერთს კი გაუსვრია შვიდჯერ, სამი ტყვია მოხვდა ფეხებზე, ჩამსხვრეული აქვს ძვლები, ესაჭირეოება ძვირადღირებული ოპერაცია.

დაჭრილი მოტოზე დამჯდარა და ნუცუბიძის პლატოდან სამტყვიანასროლი ჩამოსულა, ბაგებში დაკარგა გონება, სადაც ბიჭებმა ნახეს და დამირეკეს. ნუცუბიძის პლატოზე მილიონი კაცი იდგა, თუმრმე, მაგრამ არც პატრულში და არც სასწრაფოში არ დაურეკავთ“ , - აცხადებს დაჭრილის დედა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა