ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მევიოლინე ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სულ ნახვები :
291
..
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მევიოლინე ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი და თბილისის მერი, კახა კალაძე.
მევიოლინე ლიანა ისაკაძეს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს დაკრძალავენ.
ცნობისთვის, მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე 5 ივლისს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.