როგორია „გლოვოს“ კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა

სულ ნახვები : 305
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„გლოვოს“ კურიერს წინასაოპერაციო კვლევები უტარდება და დღეს, ან ხვალ რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდება წვივის და ტერფის მიდამოში - ამის შესახებ ხეჩინაშვილის სახელობის საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექიმმა განაცხადა.

„პაციენტი შემოყვანილია ცეცხლნასროლი ჭრილობით ორივე წვივის და ტერფის მიდამოში. ჭრილობები სისხლმდენი იყო, მოხდა პირველადი ქირურგიული დამუშავება, ჭრილობა გამავალია, ტყვიის არსებობა იქ არ დადასტურდა კტ და რენდგენოლოგიური კვლევებით, მზადდება პაციენტი, წინასაოპერაციო კვლევები უტარდება და სავარაუდოდ დღეს, ან ხვალ უკვე შედგება რეკონსტრუქციული ოპერაცია წვივის და ტერფის მიდამოში“ , - აცხადებს ექიმი.

ცნობისთვის, თავდასხმა 6 ივლისს ნუცუბიძის ქუჩაზე, საღამოს მოხდა. თემო სიგუას თავს შეკვეთის მიტანის შემდეგ დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, შეკვეთას ერთი ბოთლი ლუდი აკლდა, რის გამოც 8 ადამიანი კურიერს ფიზიკურად გაუსწორდა. მას ორივე ფეხის არეში სამი ჭრილობა აქვს მიყენებული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა