აქცია ცხოველთა მონიტორინგის თავშესაფრის სამსახურთან - ცხოველთა დამცველები გიორგი კობიაშვილის გადადგომას ითხოვენ

სულ ნახვები : 210
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ამ წუთებში ცხოველთა მონიტორინგის სამსახურთან საპროტესტო აქცია ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ცხოველთა დამცველები ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელის, გიორგი კობიაშვილის,  გადადგომას ითხოვენ.

ცხოველთა მოყვარულები და დამცველები ითხოვენ შიდა ტერიტორიაზე შესვლას და ნახვას, თუ რა პირობებში არიან ცხოველები.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ცხოველებს რთულ პირობებში უწევთ ყოფნა - მათი თქმით, ერთ ვოილერში 3-4 ცხოველია მოთავსებული ანტისანიტარიაში, მათ არ აქვთ საკმარისი საკვები და წყალი.

„ის, რაც დღეს ხდება არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. მიკედლებული ცხოველები, რომელთან პარტონი ჰყავთ გაჰყავთ კონკრეტული ლოკაციებიდან. მათი მოკვლევა აღარ ხდება და არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ ისინი დასახოცად გადაჰყავთ, რადგან ასე სურთ პოპულაციის როგორმე შემცირება და იმ რიცხვის განადგურება, რაც რეალურად არის თბილისში“ , - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა