პრემიერ-მინისტრადაც დავასახელებდი - დეკანოიძე სალომე ზურაბიშვილზე
...
საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ის მზად არის სალომე ზურაბიშვილის, როგორც საერთო ოპოზიციურ კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს.
მისი თქმით, ის მზად არის სალომე ზურაბიშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებასაც დაუჭიროს მხარი.
„მე საერთოდ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტად შესაძლებელია, თუმცა მე პირადად პრემიერ-მინისტრადაც დავასახელებდი. ვუჭერ მხარს იმიტომ, რომ ის არის გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურა საკუთარი თანამდებობიდან და სწორი პოზიციიდან გამომდინარე და საინტერესო იქნებოდა. მე არ ვიცი როგორ შევთანხმდებით იქნება ჩრდილოვანი კაბინეტი, არ იქნება, ქარტია (სალომე ზურაბიშვილის მიერ შემუშავებული „ქართული ქარტია) ამას ითვალისწინებს, რომ უნდა იყოს და ამ ქარტიას მიერთებულია ბევრი პოლიტიკური ძალა. მე სიმართლე გითხრათ, ვუჭერ მის პრემიერ-მინისტრობასაც მხარს, თუმცა ამას სჭირდება, რომ გადადგეს და მთელი რიგი პროცედურები და ვერ გეტყვით აიღებს თუ არა ის ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ მე ამ მოდელსაც დავუჭერდი მხარს“, - განაცხადა დეკანოიძემ „ქრონიკა+“-თან საუბრისას.
ცნობისთვის, ხატია დეკანოიძის სრული ინტერვიუს წაკითხვა, მკითხველს „ქრონიკა+“-ის დღევანდელ, 8 ივლისის ნომერში შეუძლია.
გიგა გელხვიიძე, CNews