გორის რაიონულ სასამართლოში ნიკა ღვინიაშვილის წამებით მკვლელობისთვის დაკავებული ძმების, ელგუჯა და ემზარ მედოშვილების აღკვეთზე მსჯელობენ
სულ ნახვები :
146
...
გორის რაიონულ სასამართლოში ნიკა ღვინიაშვილის წამებით მკვლელობისთვის დაკავებული ძმების, ელგუჯა და ემზარ მედოშვილების აღკვეთზე მსჯელობენ.
პროკურატურა მათთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას აყენებს. ჯერჯერობით უცნობია თავად ბრალდებულების პოზიცია.
56 და 65 წლის მამაკაცებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახი მკვლელობა ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.