უკვე ფავორიტები ვართ ჯგუფში და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა - კვარაცხელია

სულ ნახვები : 143
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პირველ ტაიმში მართლა არ გამოგვდიოდა ის, რაც დაგეგმილი გვქონდა. მეორე ტაიმში უფრო გამოგვივიდა. ვფიქრობ, ჩეხეთთან უფრო ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ ნაკრებისთვის მთავარი შედეგია და ეს გამარჯვება ჩვენ წინ წაგვწევს - ასე აფასებს ალბანეთის ნაკრებთან გამართულ საფეხბურთო მატჩს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია.

მისი თქმით, ალბანეთის ნაკრებთან თამაშით დამტკიცდა, რომ ყველასთან შესაძლებელია მოგება.

,,უკვე ფავორიტები ვართ ჯგუფში და უნდა გავაგრძელოთ შრომა, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს. წინ კიდევ ბევრი თამაშია, ყველაფერი შესაძლებელია.

ჩეხეთთან და ალბანეთთან უკვე ვანახეთ, რომ ყველასთან თამაში და ყველასთან მოგება შეგვიძლია. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. უკრაინა ძალიან ძლიერია, მაგრამ მე ვფიქრობ, დღეს საქართველოს ნაკრებს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულ მეტოქესთან გაიბრძოლოს და გაიმარჯვოს. მთავარია, უნდა გავაგრძელოთ ისევ ისე, როგორც დავიწყეთ”,- განაცხადა მან.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას ოქტომბრის თვეში გამართქვს და მისი მეტოქე ამჯერად უკრაინის საფეხბურთო ნაკრები იქნება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა