მე მოვიგე ქამარი, 12 წელი ვმუშაობდი ამისთვის - მერაბ დვალიშვილი

სულ ნახვები : 171
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აქამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედი მე ვიბრძოლე ო'მალისთნ მეგობრებო, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა გავუკეთე მას, - ეს განცხადება გამარჯვების შემდგომ, UFC-ის საუკეთესო მებრძოლის ტიტულის მფლობელმა, მერაბ დვალიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ის ამ ტიტულის მოსაპოვებლად, 12 წელია მუშაობს.

 

„რა თქმა უნდა, პატივს ვცემ იმას რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენ ვიბრძვით და დღეს მე ვარ UFC-ის საუკეთესო მებრძოლი. მე მოვიგე ქამარი, 12 წელი ვმუშაობდი ამისთვის.

ჩვენ ყველას გვაქვს მიზანი და მე მაქვს შესაძლებლობა, რომ UFC-ში ვიბრძოლო მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ლეგენდებს. დანა უაითმა მიპოვა მე, დამინახა როგორც მებრძოლი და მომიყვანა აქ, შემომხედეთ ახლა UFC-ის ჩემპიონი ვარ და ჩემ ოცნებებს ვასრულებ და შთავაგონებ უამრავ ადამიანს ჩვენ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში.

მიყვარხართ ყველანი. ღმერთი დიდია, მეგობრებო მიჰყევით თქვენ ოცნებებს, ყველაფერი შესაძლებელია, შემომხედეთ მე ახლა“, - განაცხადა დვალიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა