ნიგერიაში, წყალდიდობამ ციხის ერთ-ერთი კედელი ჩამოანგრია და 281 პატიმარი გაიქცა
სულ ნახვები :
92
...
ძლიერი წვიმის გამო ქალაქ მაიდუგურთან მდინარეზე კაშხალი გასკდა. წყალდიდობამ ციხის ერთ-ერთი კედელი ჩამოანგრია და 281 პატიმარი გაიქცა, მათ შორის ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ წევრები, განაცხადა სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობამ.
გაქცეულთა ნაწილი უკვე დაიჭირეს, დარჩენილი გაქცეულების ვინაობა გასაჯაროვდა და მათი ძებნა გრძელდება.