ამისთვის მოიყვანა რუსეთმა ივანიშვილი ხელისუფლებაში - ნიკა ჩიტაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე

სულ ნახვები : 132
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მას არ უხსენებია რუსეთი, ომის დაწყებაში საქართველოსწინა ხელისუფლება და „გარე ძალები“ დაადანაშაულა  - განუცხადა CNews-ს პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ  „ქართული ოცნების“ მეთაურის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ცინიკური იყო ამ განცხადების გორში გაკეთება.

„მას არ უხსენებია რუსეთი, პირიქით, ამ ომის დაწყებაში დაადანაშულა საქართველოს წინა ხელისუფლება და „გარე ძალები“, რომელშიც ე.წ. გლობალური ომის პარტია იგულისხმება, რაც ალბათ, მაშინაც არსებობდა, მისი აზრით.

ცინიკური იყო, რომ ეს განცხადება გორში გააკეთა, რომელმაც თავის  თავზე იწვნია რუსეთის აგრესია. ამისთვის მოიყვანა რუსეთმა ივანიშვილი ხელისუფლებაში“, - განუცხადა CNews-ს   ნიკა ჩიტაძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ბიძინა ივანიშვილმა გორში განაცხადა, რომ უცხო ძალის  კარნახით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცეცხლის ალში გაახვია ოსი დები და ძმები, რისთვისაც  ბოდიში უნდა მოვიხადოთ. 

ირინა მაკარიძე, CNEWS

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა