გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს საჯარო დებატებს კვლავ სთავაზობს

სულ ნახვები : 79
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

14 მილიარდ ევროსთან დაკავშირებით, კვლავ არ მცემს პასუხის ბატონი ირაკლი კობახიძე. იმიტომ, რომ თქვენ, „ქართული ოცნება“ მიჩვეული ხარტ ცალმხრივ, დეზინფორმაციაზე აგებულ პროპაგანდას, თქვენ არ შეგიძლიათ საჯარო დებატები.

პარლამენტის თავმჯდომარემ ინტერპელაცია ახსენა და იქაც მაგრები ხარტ, როცა ოპონენტებს უთიშავთ მიკროფონებს, რომ სათქმელი არ თქვას ბოლომდე არავინ, - ეს განცხადება დღეს, 16 სექტემბერს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

მისი თქმით მას აქვს ყელა მტკიცებულება ისმი, რომ საქართველო კარგავს 14 მილიონ ევროს, რასაც უარყოფს პრემიერი კობახიძე, სწორედ ამიტომ., ვაშაძე კვლავ ელოდება პასუხს დებატებთან დაკავშირებით პრემიერისგან.,

„ამიტომ კიდევ ერთხელ ირაკლი კობახიძეს მივმართავ: ბატონო ირაკლი ველოდები პასუხს კი, ან არა 14 მილიარდ ევროსთან დაკავშირებულ დებატებზე. მე მოვიტან ყველა მტკიცებულებას, სადაც ვაჩვენებთ საზოგადოებას, როგორ აკარგვინებთ ევროკავშირი გაწევრიანებასთან ერთად, 14 მილიარდ  ევროს საქართველოს. 14 მილიარდ ევროს, რომელიც უნდა მოხმარდეს სოფლის მეურნეობას განვითარებას, რეგიონების განვითარებას, განათლების განვითარებას, რომ ჩვენმა შვილებმა ევროპული დონის განათლება მიიღონ საქართველოში, მასწავლებლების უზრუნველყოფას, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, საწარმოების განვითარებას საქართველოში. ლოჯისტიკის განვითარებას. ეს არის კოლოსალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც თქვენ აკარგვინებთ. ასე რომ ველოდები ისევ პასუხის, კი ან არა 14 მილიარდ ევროსთან დაკავშირებულ დებატებზე“, - განაცხადა ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა