პოლიცია ნაძალადევის რაიონში ნარკომანებს, კრიმინალებს მფარველობს და იტაცებს ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს - ლევან ხაბეიშვილი

სულ ნახვები : 164
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პოლიცია ნაძალადევის რაიონში ნარკომანებს, კრიმინალებს მფარველობს და ამ მფარველობის პარალელურად იტაცებს ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. ამ ადამიანებს, რომლებიც იტაცებენ ჩვენი კომისიის წევრებს პოლიციის ფორმაც კი არ აცვიათ, კრიმინალური მენტალობის ადამიანები ჩასვამენ მანქანაში და შემდეგ აღმოაჩენ, რომ პოლიციამ გაიტაცა. ეს უსამართლობა უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს“, - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პოლიციელთა მიერ ნაცემ, ენმ-ის წევრ ზურაბ აბაევთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მათი კომისიის წევრს მხოლოდ იმიტომ გაუსწორდნენ ფიზიკურად, რომ არ არის ივანიშვილის მხარეს

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით - „ნაძალადევის რაიონში ნარკომანებს, კრიმინალებს მფარველობენ და ამ მფარველობის პარალელურად იტაცებენ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. ჩვენი ოფისიდან შემოსულს და გასულს ცდილობენ, რომ დააშინონ, მოიტაცონ. ვისზეც მოტაცება და საუბარი არ ჭრის, მერე სცემენ. ასეთი შემთხვევა იყო ახლაც, არ გაჭრა ამ ადამიანზე საუბარმა და სცემეს ჩვენი კომისიის წევრი და მოხვდა საავადმყოფოში. უნდა

გვესმოდეს, რომ ჩვენ ვაპირებთ ყველას დაცვას, მათ შორის ხმების დაცვას, ჩვენი კომისიის წევრების, დამკვირვებლების დაცვას და საბოლოო ჯამში გამარჯვებას არჩევნებში 26 ოქტომბერს, თუმცა ეს შენობა, რომელიც ჩემს უკან არის, სამწუხაროდ გადაიქცა კრიმინალების თავშესაფრად. ეს ხალხი ასრულებს პირდაპირ ივანიშვილის, გომელაურის და სუს-ის დავალებას.

ყველა ქალაქში, ყველა რაიონში მიმდინარეობს ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, მოსყიდვა, ადამიანების უმრავლესობა ცხადია არ ეგუება ამ უსამართლობას და არც ამ შანტაჟს და არც მუქარას და შესაბამის პასუხს სცემენ მათ შორის ძალოვან უწყებებს. ადამიანები, რომლებიც იცავენ ხალხის ხმებს, რომლებიც ცდილობენ, რომ  ეს რუსული ხელისუფლება ჩამოაშოროს ამ ქვეყანას, ამ ადამიანებს უსწორდებიან ამ გზით და ასე გაუსწორდნენ ჩვენი კომისიის წევრს მხოლოდ იმიტომ, რომ არ არის ივანიშვილის მხარეს, არის ოპოზიციონერი და აპირებს ხმების დაცვას. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ დავიცავთ ყველას. არცერთ მათგანს არ დავტოვებთ ამ ბრძოლაში მარტო და ამ ბრძოლას მივიყვანთ გამარჯვებამდე.

ამ ადამიანებს პოლიციის ფორმაც კი არ აცვიათ, რომლებიც აკავებენ და „აკაჩავებენ“ ჩვენს კომისიის წევრებს, კრიმინალური ჟარგონებით, კრიმინალური მენტალობის ადამიანები ჩასვამენ მანქანაში და ვერც გაიგებ ვის მიჰყავს და შემდეგ აღმოაჩენ, რომ პოლიციამ გაიტაცა. ეს უსამართლობა უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა