„ლელოს“ და გახარიას გუნდს გაერთიანებისთვის პრეზიდენტმა ერთი დღე მისცა

სულ ნახვები : 80
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ისტორიის გარდამტეხი არჩევნების დღე, გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ამას ყოველდღიურად ვხედავთ უფრო და უფრო ნათლად, -ამის შესახებ დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, მოქალაქეები ელოდებიან მესამე ძალას და ეს მესამე ძალა, შეიძლება შეიქმნას გახარიას გუნდის და ლელოს გაერთიანებით, რისთვისაც ამ ორ ძალს ერთი დღე მისცა ვადა.

„ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც გვიბიძგებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ 26 ოქტომბერს  არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი არჩევნების დღე, ამას გავიმეორებ რამდენჯერაც საჭირო იქნება. ეს რის მთავარი არჩევანის დღე, რეფერენდუმის დღეს. ვაქციოთ სუვერენიტეტი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული ფასეულობების თუ დავუთმოთ ჩვენი მომავალი რუსეთში. დღეს არჩევანი ერთია ან ევროპა ან რუსეთი და ჩვენ ეს ქვეყანა არავისთვის არასდროს დაგვითმია და არც არავის დავუთმობთ. ეს არჩევანია ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, ყველასი და ამ პასუხისმგებლობა ვერ გავექცევით და ვატარებთ სამომავლოდ, მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ბოლომდე ავიღებ და შევასრულებ.

ხელს შევუწყობ ყველა პროევროპულ ძალს, ამისთვის შექმნა ქარტია და ქარტიის შესრულებისთვის დადებული ერთობლივი პირობა და ამით ევროპის გზაზე სწრაფი და ევროპული დაბრუნების გეგმა, ერთად დავხაზეთ და ერთად შევასრულებთ., ახლა საჭირო არის კიდევ ერთი რამ, რომ ოპოზიციური ამომრჩევლისთვის, არჩევანი გავამარტივოთ კიდევ. ოპოზიციური მესამე ცენტრი რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი. მე ამისი მჯერა და ამიტომ მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციებში და მზად ვარ როგორც ნეიტრალურმა მხარემ ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი ორი პროევროპული ძალის  გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გაერთიანება მათ ხელშია.

ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ გადადგან ეს ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტ ძალის განცდას მისცემს. ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც არავინ დაუვიწყებს მათ. ამიტომ მივესალმები დღევანდელ ერთის მხრივ მამუკა ხაზარაძის საჯაროს გამოთქმულ მზადყოფნას და ასევე მეორე მხრივ, გიორგი გახარიას მზაობას, ვიცი რომ ასეთი არის. საარჩევნო კალენდარი ძალიან ცოტა დროს გვიტოვებს საბოლოო გადაწყვეტილებისთვის, ამიტომ ხვალ, ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე ძალას, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს. ჩემი სრული მხარდაჭერა და მზადყოფნაა, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და მიგვიყვანოს გამარჯვებამდე, მოსძაგდება თქვენგან სწორედ ამას ელოდება“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა