კარგია, რომ პრეზიდენტი ჩაერთო ამ პროცესში - გია ხუხაშვილი გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე

სულ ნახვები : 142
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საზოგადოებას უნდა მომავლის არჩევანი, კარგია, რომ პრეზიდენტი ჩაერთო ამ პროცესში, - განუცხადა CNews-ს ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა პრეზიდენტის მოწოდებაზე გახარიას გუნდისა და „ძლიერი საქართველოს“ ერთ საარჩევნო სუბიექტად გაერთიანების შესახებ.

მისი თქმით, ამ გაერთიანებით ანგარიშგასაწევი ცენტრის ფორმირება არის შესაძლებელი. 

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, კარგია, რომ პრეზიდენტი ჩაერთო ამ პროცესში.  დიდი ხანია ცნობილია, რომ ეს გაერთიანება გარკვეულ სინერგიას ქმნის.

საზოგადოების დიდ ნაწილი დაუღალა  წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანით, მას უნდა  მომავლის არჩევანი, ეს გაერთიანება რა თქმა უნდა, ძალიან  სერიოზულ როლს ითმაშებდა ამ მხრივ.

მე დასამალი არაფერი მაქვს, დიდი ხანია ვლობირებ ამ თემას, მაგრამ ჩემი კომპეტენცია არ ეყო ამ ყველაფერს. არსებობს გარკვეული სირთულეები, პრეზიდენტი რადგანაც ერთვება, იმედია, ეს სირთულეები იქნება გადალახული.

თუმცა, მე საკითხს დახურულად ჯერჯერობით არ გამოვაცხადებ“, - განუცხადა CNews-ს ხუხაშვილმა. 

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „გახარია საქართველოსთვის“ და "ძლიერ-საქართველოს" გაერთიანებისკეან მოუწოდა, რისთვისაც ერთი დღე მისცა.

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა