ჩვენი გაერთიანება გვაძლევს იმ უპირატესობას, რომ ჩვენ გავიდეთ პირველ ადგილზე - ლაშა ფარულავა

სულ ნახვები : 100
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ზოგადად ის რომ ოპოზიცია ერთიანდება, ჩვენ  გადავდგით ამ მხრივ პირველი ნაბიჯი და პირველი ერთობა იყო „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად, ფაქტია, რომ ეს პროცესი გადამდები აღმოჩნდა და მათ შორის პრეზიდენტის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, - ასე ეხმიანება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ფარულავა, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, ლელოს და გიორგი გახარიას გუნდის ერთობასთან დაკავშირებით.

ფარულავას თქმით, „ლელოც“ და გახარიას გუნდიც მუშაობს იმ ხმებზე, რომლებიც აკლდება „ქართულ ოცნებას".

„ცხადია გახარია „ლელოს“ აქვს თვისი ამოცანა, თავის ტრაექტორია და თავისი ვერტიკალი და ისინი ინადირებენ იმ ხმებზე, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ყოველდღიურად აკლდება და მნიშვნელოვანია ეს კოოპერაცია შედგეს, წარმატებული იყოს და მათ შორის ქოცებისგან წამოსული ხმები მოგროვდეს ამ ორ სუბიექტის, რომელიც გაერთიანდება. რაც შეეხება ენმ-ს ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრაექტორია, ჩვენი გზა, რომელიც გულისხმობ იმას, რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ ერთი-ერთზე ქართული ოცნება, მათ შორის გახარიას და „ლელოსაც“ აქვს ჩვენთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები და ამიტომ არ ავთ ერთად და ვერ ვიქნებით ერთად", - განაცხადა მან.

რაც შეეხება პასუხს კითხვაზე, ხომ არ დაკარგავს ამ გაერთიანების ფონზე ენმ პირველი ოპოზიციური პარტიის სტატუსს, ფარულავა გვპასუხობს, რომ ისინი შეძლებენ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ მთავრობა და ეს მათ გეგმაზე ასახვას ვერ პოვებს.

„ენმ არის წამყვანი ოპოზიციური ძალა და ვემზადებით იმისთვის, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ რაც შეეხება ლელოს და გახარიას გზას, მათ აირჩიეს თავისი ხედვა და ამ ხედვის მიხედვით ისინი გაერთიანდნენ და ფიქრობენ, რომ ქოცებს წაართმევენ ხმებს, რაშიც ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ენმ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არ დაგვჭირდეს სხვებთან საუბარი იმაზე, რომ ჩამოვაყალიბოთ მთავრობა. ჩვენ იმისთვის ვიბრძოლებთ, რომ ჩვენი ძალებით შევძლოთ მთავრობის ჩამოყალიბება. ჩვენი გაერთიანება გვაძლევს იმ უპირატესობას, რომ ჩვენ გავიდეთ პირველ ადგილზე და დავიწყოთ მოლაპარაკებები მთავრობის ჩამოყალიბებაზე“, - განაცხადა მან.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა