გაბრაზდი და გამოდი! - 19 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება

სულ ნახვები : 122
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"გაბარზდი და გამოდის გარეთ" - ამ სახელწოდებით 19 სექტემბერს, 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა ტალღაა.

აქცია ბიძინა "ოსებთან ბოდიშზე" ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გაიმართება.

"14 სექტემბერი, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა გორში: "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". გაბრაზდი და გამოდი გარეთ! ხუთშაბათს, 19 სექტემბერს, დადექი თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ობელისკის გარშემო ტალღასთან ერთად"- ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა