სროლა მოსკოვის ცენტრში - Wildberries-ის ოფისთან მომხდარი ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
სულ ნახვები :
110
...
მოსკოვში, Wildberries-ის ოფისთან მომხდარი ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
„დღეს ადამიანების ჯგუფმა ვლადისლავ ბაკალჩუკის, სერგეი ანუფრიევისა და ვლადიმერ ბაკინის ხელმძღვანელობით სცადა მოსკოვში Wildberries-ის ოფისების ხელში ჩაგდება სამი დაშავებული“, - თქვა Wildberries-ის ხელმძღვანელმა ტატიანა ბაკალჩუკმა.
თავის მხრივ, სამართალდამცავმა უწყებებმა „ინტერფაქსს“ განუცხადეს, რომ მომხდარის შედეგად რვა პირი დააკავეს და მიმდინარეობს ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები.