მაგნიტსკის სიაში საქართველოს მოქალაქეების შეყვანა ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა - ხატია დეკანოიძე

სულ ნახვები : 135
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მაგნიტსკის სიაში საქართველოს მოქალაქეების შეყვანა ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას იზოლაციის საფრთხე ემურება, რაც სიღატაკეს და უუფლებობას ნიშნავს.

„საერთაშორისო მაგნიტსკის სიაში პირველად საქართველოს მოქალაქეების, მოძალადეების შეყვანა, საქართველოს ტოვებს იზოლაციაში, რაც ბიძინა  ივანიშვილის პასუხისმგებლობაა. იზოლაცია ნიშნავს რუსეთთან პირისპირ დარჩენას, სიღატაკეს, ემიგრაციას, ჩვენთვის მთავარია არჩევნების მოგება. ჩვენ რა თქმა უნდა, ვიგებთ ამ არჩევნებს, რა თქმა უნდა, ფარცხალაძეც, კარასინიც, კრემლიც და ყველა იზოლაციონალისტური მიდგომა ბიძინა ივანიშვილის ჩაბარდება წარსულს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა