ჩინეთი ამერიკულ კომპანიებს სანქციებს უწესებს ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის საპასუხოდ

სულ ნახვები : 130
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩინეთი ამერიკულ კომპანიებს სანქციებს უწესებს ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის საპასუხოდ.

ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზშია ნათქვამი.

„ცოტა ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა ჩინეთის ტაივანის რეგიონისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ, რაც სერიოზულად არღვევს ერთი ჩინეთის პრინციპს და ჩინეთ-აშშ-ს სამი ერთობლივი კომუნიკეს, სერიოზულად ერევა ჩინეთის საშინაო საქმეებში და სერიოზულ ზიანს აყენებს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერია განცხადებაში.

სანქციები ითვალისწინებს ქვეყანაში მოძრავი, უძრავი და სხვა ქონების გაყინვას, ჩინურ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სანქცირებული კომპანიებთან თანამშრომლობის აკრძალვას. გადაწყვეტილება ძალაში 18 სექტემბერს შევიდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა