ბატონ გიორგის შევთავაზეთ, რომ გაერთიანებაში შემოსულიყო თანასწორუფლებიან პარტნიორად - მამუკა ხაზარაძე

სულ ნახვები : 162
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან პარტია „გახარია საქართველოს“ ლიდერს, გიორგი გახარიას შესთავაზა, რომ კოალიციაში შევიდე, როგორც თანასწორუფლებიან წარმომადგენელი.

მისივე ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით არ არის მიღწეული რაიმე სახის შეთანხმება, თუმცა, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება.

„მათთან (პოლიტიკური პარტნიორები) შეთანხმების გარეშე, მე დამოუკიდებლად ნაბიჯს არ გადავდგამ. წინააღმდეგი არავინ არ არის კოოპერაციაზე, ჩვენ ბატო გიორგის შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში და კოალიციაში შემოსულიყო, ასე ვთქვათ თანასწორუფლებიან პარტნიორად, ჩვენი პირადი მოლაპარაკების დეტალებში ვერ შევალ. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, საუბარი გრძელდება, მინდა მას მადლობა გადავუხადო კონსტრუქციული მიდგომისთვის, არა არის მარტივი ამ. რაც მე მინდა და რასაც მინდ მივაღწიო არჩევნებამდე, ეს არის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, როგორ გამოიყურება კოალიცია და ვის რა ზომა, წონა აქვს ამ კოალიცია ეს არ არის მთავარი. მთავარი არის, რომ ხალხმა დაინახოს, მრგვალი მაგიდის, იდეის გარშემო, საქართველოს ინტერესებისთვის გაერთიანება. კონსულტაციები გრძელდება ჩვენ გვაქვს პრეზიდენტთან მუდმივი კომუნიკაცია, როცა დაინიშნება პრეზიდენტთან შეხვედრა გეცოდინებათ", - განაცხადა ხაზარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა