ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა - გიორგი გახარია მოლაპარაკებებზე

სულ ნახვები : 188
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა" -   ამის შესახებ გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძესთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია საქართველოსთვის თვალს ხუჭავს და არ ითვალისწინებს  პარტიულ ინტერესებს და ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესებს აყენებს ყველაფერზე მაღლა, რადგან ეს მთავარია:

"მიმდინარე პროცესია, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, დღეს ეს ყველაფერი დამთავრდება, უნდა დამთავრდეს... აქ ბევრი დრო აღარ არის, ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა და არის რაღაც ვალდებულებები, რომელიც მეორე მხარემ, კონკრეტულად ხაზარაძემ აიღო, ჯერჯერობით, ეს ვალდებულებები, რაღაც მიზეზების გამო ვერ სრულდება. როგორც ჩანს, ვერ აღწევს შეთანხმებებს შიგნით გუნდში, თუმცა, ძალიან იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შედგება და დასრულდება წარმატებით.

"ჩემი და ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი გახლავთ, შევქმნათ პრეცედენტი ამ ქვეყანაში, როდესაც არჩევნების გზით შესაძლებელი გახდება ერთდროულად "ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" გადასვლა ოპოზიციაში... ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის ერთადერთი პირობა ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულების, ეს არის ჩვენთვის მთავარი მიზანი და სწორედ ამიტომ ჩვენ თვალს ვხუჭავთ და არ ვითვალისწინებთ ჩვენს პარტიულ ინტერესებს და ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესებს ვაყენებთ ყველაფერზე მაღლა, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივი" -  ამბობს გახარია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა