პრინციპულად შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ - მამუკა ხაზარაძე

სულ ნახვები : 133
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

პრეზიდენტის სასახლე გიორგი გახარიამ  და მამუკა ხაზარაძემ დატოვეს.

მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ხვალ  დასრულდება.

„ორი დღე მიმდინარეობს ეს მოლაპარაკება. არ არის მარტივი მოლაპარაკება. პრინციპულად შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ. აქვე მინდა, გითხრათ, რომ არანაირ თანამდებობებზე ან სიებზე საუბარი არ არის. ბევრი ჭორი მოვისმინე. აქ არის ლაპარაკი – როგორ უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს ძველი ხელისუფლება და როგორ შევქმნათ ახალი რეალობა იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ძალიან მალე გააკეთოს ის რეფორმები, რომელიც ქარტიით არის განსაზღვრული, რომელიც ჩვენ გვაქვს – სამუშაო ადგილების შექმნა, პენსიები, ჩვენი სტუდენტების დასაქმება. რაც ყველაზე მთავარია, ემიგრაციის შეჩერება, რომ ქვეყანა გავხადოთ ლიდერი.

მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტს მადლობა გიორგის რთული, მაგრამ კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის. შეხვედრა ხვალ გაგრძელდება უკვე სამუშაო მდგომარეობაში ისევ პრეზიდენტთან. ხვალ იმედია, ყველაფერს დავამთავრებთ“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა