მოლდოვის გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, იგორ გორგანს ბრალი ღალატში წაუყენეს
სულ ნახვები :
83
...
მოლდოვის გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, იგორ გორგანს ბრალი ღალატში წაუყენეს, იტყობინება ქვეყნის პროკურატურა. ზაფხულში რუსულმა გამოცემა The Insider-მა გამოაქვეყნა გამოძიება მის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ გორგანი რუსული სამხედრო დაზვერვის ГРУ-ს ინფორმატორი იყო 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან.
გორგანი მოლდოვის გენერალურ შტაბში 2021 წლის ბოლომდე მუშაობდა, სანამ ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. 2023 წლის ივლისში იგი მუშაობდა კიშინიოვში გაეროს ლტოლვილთა ოფისში.