პერსონალური სანქციები, შესაძლოა, გაგრძელდეს - თამარ კორძაია

სულ ნახვები : 64
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პერსონალური სანქციები, შესაძლოა, გაგრძელდეს - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თამარ კორძაიამ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ახლა მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ, ერთიანობით უნდა დავასრულოთ ეს უკუსვლა. 

„სანქციებზე მინდა ვთქვა, რომ პერსონალური სანქციები, შესაძლოა, გაგრძელდეს, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ, ერთიანობით უნდა დავასრულოთ ეს უკუსვლა და დავიბრუნოთ ყველა ის სიკეთე, რაც გვქონდა, და დავიბრუნოთ იმის შანსი, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო მიმოსვლა აშშ-თან. 26 ოქტომბრამდე ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ, მაგრამ მთავარია, ერთიანობით დავამარცხოთ ეს მოღალატე ხელისუფლება", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა