როგორც ჩანს, ჩვენ უკვე ვართ რუსეთის სივრცე - გიული ალასანია ივანიშვილის განცხადებაზე

სულ ნახვები : 88
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიას განაცხადებით,  მისი შვილი იმიტომ ისჯება, რომ საქართველო რუსეთს არ ჩააბარა.

როგორც მან თბილისის  საქალაქო სასამართლოში მედიასთან განაცხადა,

 “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადება ადასტურებს, რომ ის რუსეთის ინტერესებს ატარებს.  

 „იმ განცხადებასთან დაკავშირებით, არ შეიძლება ორი აზრი იყოს. როგორც ჩანს, ჩვენ უკვე ვართ რუსეთის სივრცე. ვაკეთებთ იმ განცხადებებს, როგორიც შეეფერება რუსეთს, როგორსაც აკეთებს რუსეთის ხელისუფლება, მე არ მიკვირს. ამით  თქვა, ზუსტად ის, რომ ჩვენ ვართ რუსეთის კაცები.

ციხეში ყოფნა მაჩვენებელია იმისა, რასაც თავიდან ვამბობდი, რომ ადამიანი არის ბიძინას ტყვე. ის, აგვისტოს ომის დროს, იმ წარმატებების დროს, რომელიც იყო წინა ხელისუფლების წლების მანძილზე, ამ ყველაფრის გამო ისჯება და განსაკუთრებით იმის გამო, რომ თავის ქვეყანა რუსეთს არ ჩააბარა”, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა