ჩვენ შევქმნით ემიგრანტების დაბრუნების სამინისტროს - მიხეილ სააკაშვილი

სულ ნახვები : 79
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 19 სექტემბერს ისაუბრა იმ გეგმებზე, რომელიც აქვს მას და „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.

სააკაშვილის თქმით, საქართველოში ბევრი რეფორმა განხორციელდება, მათ შორის შეიქმნება, ემიგრანტების დაბრუნების სამინისტრო და ფონდი ემიგრანტებისთვის, მილიონი ევროს ოდენობით.

 „ჩვენ მოვსპობთ ფასების მონოპოლიებს, ეს ფასები არის ხელოვნური, მიგვაბეს რუსეთის ბაზარს, ძირითადი იმპორტი მომდინარეობს რუსეთიდან და იქ არის ფასები ძალიან დიდი. მეორე რასაც გავაკეთებ, იქნება საბანკო ზემოგების დაბეგვრა, საპენსიო სესხების ჩამოწერა ამის ხარჯზე ყველა პენსიონერისთვის, ამის ხარჯზე შემცირება 2-ჯერ 3-ჯერ საკრედიტო ტვირთის, ყველა ბიზნეს დავა საქართველოში გადაწყდება სამ ან ორ კვირაში, ჩვენს მიერ შექმნილი არბიტრაჟის მეშვეობით, სადაც ხელმძღვანელები იქნებიან უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები. ჩვენ შევქმნით ანტიკორუფციულ სამსახურს, სადაც რაჟდენა აღარ იქნება ხელმძღვანელი, რაჟდენას ნაცვლად იქ იქნება ევროკომისიის მიერ დანიშნული ქართველი, არანაირი პოლიტიკური ნიშნით და გამორიცხული იქნება კორუფციასთან ბრძოლისას პოლიტიკური დევნა. ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენს ემიგრანტებს. შევქმნით ფონდ მათ დასაბრუნებლად და ერთი მილიარდი ევრო იქნება გამოყოფილი ამისთვის და ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ შევქმნით ემიგრანტების დაბრუნების სამინისტროს", - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა