ზუგდიდში ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავს დაესხნენ

სულ ნახვები : 70
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

  ზუგდიდში"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრებს  თავს დაესხნენ. შემთხვევა ბარამიას ქუჩაზე მოხდა, სადაც პარტიის წევრები წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდნენ. ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პარტიის წევრ ანა წითლიძესაც.

როგორც ანა წითლიძე ამბობს, სუს-ის მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფი მივიდა მათთან სცადა მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა და მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.

"მოხდა ის, რომ ვარიგებდით საინფორმაციო ფლაერებს ჩვენსას და მოსახლეობას ვხვდებოდით, რა დროსაც 50-მდე "ქართული ოცნების" წევრი თავს დაგვესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდებს. ფიზიკურად შეეხნენ ახალგაზრდებს. ფიზიკურად შემეხნენ მეც. მოჰყვებოდა თეონა ქარდავა, რომელიც არის სუს-ის აგენტი, ოცლარიანი, წინა წლებშიც მონაწილეობდა ასე ოპოზიციონერებზე თავდასხმაში და ძირითადად სუსი იყენებდა ხოლმე ასეთი პროვოკაციებისთვის. და რეალურად ეს არის, რაც მოაწყეს. ეს არის ის რაც შეუძლიათ მოაწყონ - დაპირისპირება, მუქარა დარტყმა... ფიზიკური დაპირისპირება იყო, ხელით შეეხნენ ახალგაზრდებს და ხელით შემეხნენ პირადად მეც. მოვუწოდებ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონის შესაბამისად იმოქმედოს" - ამბობს წითლიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა