ბექა ჯაიანს კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალს დღეს წაუყენებენ

სულ ნახვები : 118
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მოდელის და მსახიობის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბექა ჯაიანს, პროკურატურა ბრალს ოფიციალურად დღეს, 20 სექტემბერს წარუდგენს.

ბრალის წარდგენის შემდგომ ჩაინიშნება სასამართლო პროცესი, რომელიც აღმკვეთის ღონისძიებას შეუფარდებს მას.

ცნობისთვის, კესარია აბრამიძის საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს და ის 20 წელს ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა