გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დაკავებულია

სულ ნახვები : 137
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყოფილი დეპუტატის გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული პირი, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დარჩო ხეჩუაშვილი დააკავეს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით,  ხეჩუაშვილი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ აიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ხეჩუაშვილზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წელს დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, გასაღებისა და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებაში.

გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულმა გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად იმჟამინდელი პარლამენტის წევრის, გივი თარგამაძის მკვლელობა განიზრახა.

მსჯავრდებულმა თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა გიორგი თარგამაძის განზრახ მოკვლის მიზნით ამ უკანასკნელზე თავდასხმას. კერძოდ, გივი თარგამაძის “შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც შემდეგ სისრულეში მოიყვანა.

აფეთქების შედეგად შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს, ასევე დაზიანდა მოქალაქეების და ორგანიზაციების ავტომანქანები.

ამ ეტაპისთვის უცნობუა რატომ დაბრუნდა ის საქართველიში.

კურიერის ინფორმაციით, დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში შემოსვლის მიზეზად, ამჯერადაც, მოვლენების პროვოცირება სახელდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა