ნინო წილოსანის მამა და ყოფილი ქმარი 65 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე გაამართლეს
სულ ნახვები :
186
...
გამოცემა „პუბლიკას“ ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 65 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე "ქართული ოცნების" დეპუტატ ნინო წილოსანის მამა, ბადრი წილოსანი და მასთან ერთად ამ საქმეში ბრალდებული პირები გაამართლა.
გამოცემოს ცნობით, პალატამ განაჩენი 4 სექტმებერს გამოიტანა, რომლითაც სააპელაციომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი უცვლელი დატოვა.
ბადრი წილოსანის გარდა ბრალდებულები იყვნენ: ვლადიმერ აბულაძე (ნინო წილოსანის ყოფილი მეუღლე), მამუკა დოლიძე, ირაკლი ეზუგბაია, დავით ჯინჯოლია, აბელ გიორგობიანი, დავით გელაშვილი და გიორგი ჟღენტი.