კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სულ ნახვები : 129
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს. ქალს მრავლობით ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. პოლიციამ ბრალდებული ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მას ბრალდება დღეს წარედგინა. 


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა