26-ში ჩვენ ვიმარჯვებთ და ბიძინა ივანიშვილი ვერ წაგვართმევს არჩევანს - ნიკა გვარამია

სულ ნახვები : 70
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

26-ში ჩვენ ვიმარჯვებთ და ბიძინა ივანიშვილი ვერ წაგვართმევს არჩევანს, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამია განაცხადა.

ის სხვა ლიდერებთან ერთად თბილისში, ისანი-სამგორის მოსახლეობას, ევროპის მოედანზე ხვდება.

გვარამიამ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, რომ მოაწერონ ხელი ერთგვარ ფიცს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, არ შევლენ გარიგებაში ივანიშვილის პარტიასთან:

„ჩვენმა პარტიამ ხელი მოაწერა, ჯერ მხოლოდ ლიდერებმა, ერთგვარ ფიცს, რომ რაც რა უნდა მოხდეს, არასდროს ბილწთ არ შევეკვრით ზავითა. არასდროს არავინ, ჩვენი სიით მოხვედრილი პარლამენტში, თუ ჩვენი პარტიის რიგითი წევრი არ იქნება ივანიშვილის ხელისუფლებასთან რაიმე გარიგებაში. ვთხოვ ყველას, ოპოზიციურ პარტიებს, ვისიც ჩვენ გვჯერა და იმათაც, ვისშიც ჯერ არ ვართ დარწმუნებული - მოვაწეროთ ყველამ ერთად ამგვარ ფიცს  ხელი. ჩვენი ახალგაზრდებს ფიცის მერე, რომელიც სულ ახლახან ძალიან ახლოს აქედან დაიდო და სამშობლოს დაცვას ეხებოდა, ეს ფიციც სამშობლოს დაცვას ეხება იმიტომ, რომ 26-ში ჩვენ ვიმარჯვებთ და ბიძინა ივანიშვილი ვერ წაგვართმევს არჩევანს, ვერ გადაგვიბირებს, ვერ წაიღებს ჩვენ სამშობლოს და ევროპულ მომავალს.

არჩევნებამდე დარჩენილია ძალიან ცოტა დრო, სამუშაო ბევრია, დიდი შრომა გვაქვს წინ, ნუ გადაიტანთ მზერას საკითხებზე, რომელიც არ არის მნიშვნელოვანი და რომელიც მხოლოდ გვასუსტებს ხალხის თვალში. დავანებოთ თავი ლაპარაკს სიებზე, გაერთიანებებზე, წილებზე ამ სიებში და ა.შ.“, - განაცხადა გვარამიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა