მოძმე ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობა უკრაინელებმაც აირჩიეს - უკრაინის საელჩოს ფანცხადება

სულ ნახვები : 135
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა  კოლოტილოვამ და საელჩოს სხვა წარმომადგენლებმა  მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სუვერენიტეტისათვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

„მოძმე ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობა უკრაინელებმაც აირჩიეს.

მემორიალის მარმარილოს ფირფიტებზე ამოტვიფრულია იმ უკრაინელების გვარები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ქართულ მიწაზე, რომლებიც მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აძლევენ ყველაზე ძვირფასს - საკუთარ სიცოცხლეს.

გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია.

უკრაინას ახსოვს!“, - ნათქვამია უკრაინის საელჩოს განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა