ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს მონეტები გამოვლინდა
...
ქუთაისის აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური და ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს მონეტები გამოვლინდა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 43 102.65 ლარი შეადგინა.
„27 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - [ქუთაისის აეროპორტი], მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 187.24 გრამი) მონეტები გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 43 102.65 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.