პედაგოგის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ნათია უჩავა გახდა

სულ ნახვები : 91
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2024 წლის პედაგოგის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ნათია უჩავა გახდა. გამარჯვებული 20-წევრიანმა ჟიურიმ გამოავლინა.

ეროვნული ჯილდოს მფლობელი ფულადი პრემიის სახით 15 000 ლარსაც მიიღებს. 7 წლის წინ დაფუძნებული კონკურსის მთავარი მიზანი პედაგოგების პროფესიის პრესტიჟის და პოპულარიზაციის ზრდაა. წლის მასწავლებლის სტატუსის მისაღებად რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო. მათ შორისაა სწავლის პროცესში გამოყენებული შემოქმედებითი უნარები, კრეატიულობა, პროფესიული მიდგომები. კონკურსი ყოველწლიურად ყველა ქალაქის და რეგიონის პედაგოგებს აერთიანებს.

დაჯილდოების ცერემონია „ივენთ ჰოლში“ გაიმართა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა