ივანიშვილი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ახალგაზრდები არ იყვნენ პოლიტიკით დაინტერესებულები - ლევან სანიკიძე

სულ ნახვები : 118
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, იყო ავტორიტეტების ნგრევა -  ამის შესახებ  "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილს  არ უყვარს, როდესაც ამ ქვეყანაში არსებობს ავტორიტეტი და მეორე, რომ მაქსიმალურად ცდილობს, რომ ახალგაზრდები არ იყვნენ პოლიტიკით დაინტერესებულები, ან არსებობდეს განცდა, რომ პოლიტიკა არის ცუდი.

"ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, იყო ავტორიტეტების ნგრევა. ამ ადამიანს არ უყვარს, როდესაც ამ ქვეყანაში არსებობს ავტორიტეტი და მეორე, რომ მაქსიმალურად ცდილობს, რომ ახალგაზრდები არ იყვნენ პოლიტიკით დაინტერესებულები, ან არსებობდეს განცდა, რომ პოლიტიკა არის ცუდი. თუ რომელიმე პოლიტიკოსი არ მოგწონს, არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი თავი არ სცადო პოლიტიკაში. მესმის პარტიული ცხოვრება, რაღაც კლიშეები არსებობს, მათ შორის კომუნისტური წარსულიდან გამომდინარე, რომ რაღაც პარტიაში ყოფნა კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების გატარება შეიძლება ახალგაზრდულ ვნებათაღელვასთან და მდგომარეობის წინააღმდეგაც მოდიოდეს, მაგრამ მგონია, რომ ერთადერთი გამოსავალი, რაც ჩვენ გვაქვს არის ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ თუ ამ არჩევნებში არ დავანახეთ რისი თავი გვაქვს ახალ თაობას, შემდეგ არჩევნებში უკვე აღარავინ აღარ გაგვითვალისწინებს, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ჩვენ არ გვექნება ის თავისუფლება, რასაც მიჩვეული ვართ და დადგება ისეთი მდგომარეობა, რაც გვაიძულებს ქვეყნის დატოვებას“-  განაცხადა სანიკიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა