მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში ერთ-ერთი ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლს ესროლეს

სულ ნახვები : 124
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ერთ-ერთი ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია Aktual.ge ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 4 ოქტომბერს, ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 2 ადამიანი იმყოფებოდა, რომლების სახლს კალაშნიკოვის თოფიდან ესროდნენ. გამოცემა წერს, რომ სახლს 30-მდე ნატყვიარი აქვს.

სროლის დროს სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, თუმცა შედეგად არავინ დაშავდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა